8.08. ევროპული Visa ბარათის ანგარიშის შევსება

ევროპული Visa ბარათის ანგარიში არის სტანდარტული IBAN ფორმატის საბანკო ანგარიში და მასზე თანხის დასმა/ჩარიცხვა სხვადასხვა გზებით შეგიძლიათ:

 

  • პეისერა ბანკ საქართველოში გახსნილი თქვენი სხვა ანგარიშიდან გადარიცხვით 

თუ გაქვთ თქვენს სხვა ანგარიშზე შესაბამისი თანხა, შეგიძლიათ მარტივად განახორციელოთ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა და შესაბამისი თანხა მყისიერად აგესახებათ საბარათე ანგარიშზე. 

  • პეისერას ქსელში რეგისტრირებული სხვა მომხმარებლისგან ან ნებისმიერი სხვა ბანკიდან გადმორიცხვით

პეისერას ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მარტივად ჩაგირიცხოთ თანხა ანგარიშზე თქვენი ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის მეშვეობით, გადარიცხვა პეისერას ქსელში - პროცესის შესაბამისად. 

ასევე, შეგიძლიათ მარტივად დააგენერიროთ ანგარიშის რეკვიზიტები და შესაბამისი მონაცემებით გადმორიცხოთ თანხა სხვა ბანკიდან. 

გახსოვდეთ, რომ თქვენი საბარათე IBAN ანგარიში ევროპის ერთიანი საგადახდო არეალის (SEPA) სისტემაშია ჩართული, შესაბამისად ევროპის ეკონომიკური არეალის ბანკებიდან ჩარიცხული თანხა მასზე მყისიერად აისახება.

  • თანხის დასმა ნაღდი ანგარიშსწორებით

ამ ეტაპზე თანხის შეტანა საქართველოს ტერიტორიაზე შეგიძლიათ ჩვენს ფილიალში, მისამართზე: ქ.თბილისი აკაკი წერეთლის გამზირი 2/4.

ასევე, თუ თქვენ ლიეტუვაში მოხვდებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ  Maxima, Lietuvos Spauda, Narvessen და Perlas ტერმინალებით, სადაც შეგიძლიათ შეიტანოთ  თანხა ბარათის უკანა მხარეს მითითებული შტრიხ კოდის სკანირებით. 

 

 ! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამჟამად ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო -  EUR.