პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
7.01. ანგარიშის რეკვიზიტები

 

ისევე როგორც გადარიცხვების, ჩარიცხვების შემთხვევაშიც პეისერა ბანკი საქართველო გთავაზობთ მოქნილ სერვისს, რათა მიიღოთ მარტივად  და სწრაფად ჩარიცხვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან 20+ ვალუტაში. 

თანხის ჩასარიცხად საჭირო რეკვიზიტების ამოღება შეგიძლიათ მარტივად Paysera Super App და ინტერნეტ ბანკიდან. 

 

რეკვიზიტების გენერირება Paysera Super App-დან:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ შევსება > აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის მიღება > აირჩიეთ ქვეყანა, საიდანაც უნდა ჩაგირიცხონ თანხა > აირჩიეთ ვალუტა > დააჭირეთ: ჩემი ანგარიშის რეკვიზიტები > დააკოპირეთ მოცემული რეკვიზიტები ცალ-ცალკე ან გაზიარება ღილაკზე დაჭერით დააკოპირეთ სრულად ან პირდაპირ გადაუგზავნეთ თქვენთვის სასურველ პიროვნებას, თქვენთვის მოსახერხებელი სოციალური ქსელის კომუნიკატორით, SMS შეტყობინებით, ელ.ფოსტით და ა.შ, ასევე სურვილისამებრ შეინახეთ მობილურ ტელეფონში. 

 

რეკვიზიტების გენერირება ინტერნეტ ბანკიდან:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > ანგარიშის შევსება > აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ თანხის მიღება > აირჩიეთ ქვეყანა, საიდანაც უნდა ჩაგირიცხონ თანხა > აირჩიეთ ვალუტა > დააჭირეთ: ინსტრუქციის განახლება > დააკოპირეთ ან ამობეჭდეთ საბანკო რეკვიზიტები. 

 

კონკრეტულ ვალუტაში კონკრეტული ქვეყნებიდან თანხის ჩარიცხვის დროს შესაძლოა ჩამოგეჭრათ საკომისიო. აღნიშნული საკომისიო აუცილებლად იქნება მითითებული რეკვიზიტების გენერირებისას, ასევე ჩარიცხვებთან დაკავშირებული საკომისიო მოცემულია ჩვენს ვებ გვერდზე.