პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
6.03. გადარიცხვა პეისერას ქსელში

 

პეისერას ქსელში გადარიცხვა მოიცავს როგორც სს ,,პეისერა ბანკი საქართველოს“ მომხმარებლებს შორის შიდა გადარიცხვებს, ასევე პეისერას ქსელის მომხმარებლების ანგარიშებზე თანხების გადარიცხვას - საერთაშორისო გადარიცხვებს.

პეისერას ქსელში გადარიცხვა შეგიძლიათ განახორციელოთ არა მხოლოდ მიმღების IBAN ანგარიშის გამოყენებით, არამედ ასევე შეგიძლიათ მარტივად გადარიცხოთ თანხა მომხმარებლის შემდეგი იდენტიფიკატორების გამოყენებით: მიმღების მობილურის ნომერი ან მიმღების ელ. ფოსტა.

გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც Paysera Super App-ის, ასევე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე აისახება დროის მოკლე მონაკვეთში, თუ არ მოხდა ბანკის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.

 

პეისერას ქსელში გადარიცხვა Paysera Super App-ის გამოყენებით:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვა > ახალი გადარიცხვა > აირჩიეთ Paysera-ს გადარიცხვა > მიუთითეთ  მიმღების იდენთიფიკატორი, კერძოდ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართა ან IBAN ანგარიშის ნომერი. შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ნომრის არჩევა თქვენი არსებული კონტაქტებიდანაც > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა >  მიუთითეთ თანხა > მიუთითეთ დანიშნულება >  დაადასტურეთ გადარიცხვა. 

 

პეისერას ქსელში გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით:

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > Paysera-ს ქსელში გადარიცხვა >  აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა >  მიუთითეთ  მიმღების იდენთიფიკატორი, კერძოდ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართა ან IBAN ანგარიშის ნომერი > შეგიძლიათ მიუთითოთ მიმღების სახელიც, თუმცა სისტემა ავტომატურად ამოაგდებს მიმღების სახელს და გვარის ინიციალს > მიუთითეთ გადარიცხვის შესრულების თარიღი  > მიუთითეთ თანხა > მიუთითეთ დანიშნულება > სურვილის შემთხვევაში შეინახეთ გადარიცხვის შაბლონი >  დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით.