პეისერა ბანკი საქართველო მომხმარებლებს სთავაზობს გადარიცხვებს Paysera-ს ქსელში, რომლის შესრულება მარტივად შესაძლებელია მიმღების ელ.ფოსტის და მობილურის ნომრის მითითებით. აღნიშნულ დროს ელ.ფოსტა და მობილურის ნომერი გამოიყენება, როგორც გადარიცხვის იდენტიფიკატორი. ყველა მომხმარებლის პროფილში მითითებულია მთავარი ელ.ფოსტა და მობილურის ნომერი, რომელიც მომხმარებელმა მიუთითა თავდაპირველი რეგისტრაციის დროს და რომელთანაც დაკავშირებულია მომხმარებლის ყველა აქტიური ანგარიში. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი. ასევე, შეგიძლიათ მიუთითოთ ერთზე მეტი მობილურის ნომერი და ელ.ფოსტა, დაადასტუროთ და დააკავშიროთ კონკრეტულ ანგარიშს, როგორც იდენტიფიკატორი. შესაბამისად აღნიშნულ იდენტიფიკატორზე მოსული ჩარიცხვა აგესახებათ იმ კონკრეტულ ანგარიშზე და მარტივად მოახდენთ იდენტიფიცირებას. | |