პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
3.05. რეგისტრირებული ტელეფონის ნომრის/ელ.ფოსტის ცვლილება და/ან ახლის დამატება

 

მომხმარებლის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისთვის და ასევე Paysera Super App და ინტერნეტ ბანკის სრულყოფილად სარგებლობისათვის აუცილებელია მომხმარებლის ტელეფონის ნომრის და ელ.ფოსტის პროფილზე მიბმა და მისი დადასტურება, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის რეგისტრაციის მომენტში. 

მობილურის ნომრის და/ან ელ.ფოსტის მითითებისას მომხმარებელს აღნიშნულ ნომერზე/ელ.ფოსტაზე მისდის ერთჯერადი კოდი, რომელიც უნდა შეიყვანოს Paysera Super App ან ინტერნეტ ბანკში და დაამოწმოს აღნიშნული მონაცემების სიზუსტე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი არ არის სრულად აქტიური და ვერ შეძლებს Paysera-ს მომსახურებით სარგებლობას.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალოთ არსებული ტელეფონის ნომერი და/ან ელ.ფოსტა ან დამაატოთ ახალი. შეგიძლიათ მიუთითოთ ერთზე მეტი მობილურის ნომერი და ელ.ფოსტა, თუმცა ,,ძირითად" ნომრად და ელ.ფოსტად უნდა მიუთითოთ მხოლოდ ერთი ნომერი და ერთი - ელ ფოსტა, რომელზეც მოხდება იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოგზავნა. სხვა სახის შეტყობინებებისათვის კი შეგიძლიათ მიუთითოთ ასევე სხვა ნომერი/ელ.ფოსტა.

ძირითადი ნომრის და ელ.ფოსტის ცვლილებისას, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ გაიაროთ  დამატებითი აუთენტიფიკაცია ერთ-ერთი საშუალებით: Paysera Super App-ით დასტურით ან არსებულ მთავარ ნომერზე სმს გაგზავნით.

Paysera Super App-იდან დასტურის დროს, აპლიკაციაში გამოგიჩნდებათ შეტყობინება, სადაც დეტალურად მოგეწოდებათ ინფორმაცია ცვლილების შესახებ. ასევე, მითითებულია ერთჯერადი კოდი, იდენტური კოდი ასევე მითითებულია ინტერნეტ ბანკშიც. დასტურის შემთხვევაში  ცვლილება გააქტიურდება. 

მთავარ ნომერზე სმს-ს გაგზავნით დასტურის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ SMS შეტყობინებით ერთჯერად, 6 ციფრისგან შემდგარ კოდს და შესაბამის ტექსტს, თუ რისი ცვლილება ხორციელდება. არსებული კოდის შეყვანით შეძლებთ დაადასტუროთ ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავარი ნომრის ცვლილება ვერ განხორციელდება.

ძირითადი ელ.ფოსტის ცვლილების შემთხვევაში ერთჯერადი დადასტურების კოდს მიიღებთ შესაბამის ელ.ფოსტაზე.

 

ნომრის/ელ.ფოსტის ცვლილება/დამატება ინტერნეტ ბანკის მეშვეობით:

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > აირჩიეთ პარამეტრები > გადახდის ანგარიშები > გახსნილ ფანჯარაში ქვემოთ იხილეთ - ტელეფონის ნომრები და ელ.ფოსტა > აირჩიეთ სასურველი ოფცია - ტელეფონის ნომრის დამატება ან ელ. ფოსტის დამატება > მიუთითეთ შესაბამისი ნომერი/ელ.ფოსტა > ზემოთ მოცემული წესით დაადასტურეთ დამატება.

 

ნომრის/ელ.ფოსტის ცვლილება/დამატება Paysera Super App-ით:

გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში >მთავარი მენიუდან ზედა მარცხენა კუთხეში აირჩიეთ პარამეტრები > აირჩიეთ თქვენი პროფილის მონაცემები > მენიუს ქვედა ნაწილში იხილეთ მიბმული ელ.ფოსტები და ტელეფონის ნომრები > სურვილის შემთხვევაში დაამატეთ და დაადასტურეთ ახალი ნომერი/ელ.ფოსტა.