3.06. თუ შეცვალეთ ტელეფონის ნომერი და ვეღარ შედიხართ თქვენს პროფილში

თუ თქვენ აღარ გაქვთ ტელეფონის ნომერი, რომელიც დაკავშირებული Paysera სისტემასთან და გსურთ შეცვალოთ იგი სხვა ნომრით, გირჩევთ შეხვიდეთ თქვენს პროფილში Paysera Super App-ის გამოყენებით. ამგვარად თქვენ აღარ მოგიწევთ შესვლის დამატებითი დადასტურების შესრულება SMS კოდით, რადგან აპლიკაციაში იდენტიფიკაციის სხვა მეთოდები გექნებათ გააქტიურებული.

შესვლის შემდეგ, თქვენ შეძლებთ დაამატოთ ახალი ტელეფონის ნომერი და დაადასტუროთ იგი მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

თუ Paysera Super App-ის გამოყენებით ვერ შედიხართ თქვენს ანგარიშზე, დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს და იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ შემოგთავაზებენ ყველა შესაძლო ვარიანტს, რათა მარტივად შეძლოთ ცვლილების ასახვა. 

 

! გთხოვთ გაითვალისწინოთ:

ერთი ტელეფონის ნომერი შეიძლება დაემატოს და გამოიყენოს მხოლოდ ერთმა მომხმარებელმა. თუ ტელეფონის ნომერი უკვე გამოყენებულია და დადასტურებულია  სხვა მომხმარებლის მიერ, თქვენ ვერ შეძლებთ მის დამატებას თქვენს ანგარიშზე.