დარეგისტრირებულ/გახსნილ ,,დანაზოგის" ანგარიშზე შესაძლებელია შემდეგი ქმედების განხორციელაბა:
- გახსნისას მითითებული სასურველი დასაგროვებელი თანხის ოდენობის ნახვა;
- ანგარიშზე/ანგარიშიდან შესრულებული ტრანზაქციების ნახვა;
- ანგარიშის რედაქტირება, რომელიც მოიცავს: ანგარიშის სახელის/მიზნის რედაქტირებას, სასურველი დასაგროვებელი თანხის რედაქტირებას, ავტომატური გადახდის დარეგისტრირებას/გაუქმებას/რედაქტირებას, დასრულების თარიღის დაყენებას;
- ანგარიშის გაზიარება შესაბამისი პირისთვის/პირებისთვის და სასურველი უფლებების მინიჭება. ასევე, უკვე მინიჭებული უფლებების რედაქტირება და სრულად გაუქმება;
- დანაზოგის ანგარიშზე თანხის დამატება - სრულდება სტანდარტული საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა;
- დანაზოგის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა - სრულდება სტანდარტული საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა;
- თანხის გადარიცხვა და ანგარიშის დახურვა - ერთი მოქმედებით მოხდება არსებული თანხის გადაციხვა სხვა სასურველ ანგარიშზე და დაიხურება ანგარიში. თუ დანაზოგის ანგარიშზე არ არის თანხა, პირდაპირ მოხდება ანგარიშის დახურვა.