პეისერა ბანკი საქართველოს მიერ შეგროვებული მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (შემდგომში-GDPR) და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. პეისერა ბანკი საქართველოს თითოეული დასაქმებული, აგენტი, თუ აგენტის დასაქმებული, რომელსაც აქვს წვდომა დაფარულ/გასაიდუმლოებულ პერსონალურ მონაცემებზე, ვალდებულია დაიცვას მათი კონფიდენციალურობა შრომითი ან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც.
პეისერა ბანკი საქართველო, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.
ძირითადი მიზანი, რისთვისაც პეისერა ბანკი საქართველო აგროვებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, არის საბანკო მომსახურების მიწოდება იმ კლიენტებისთვის, ვინც იყენებს/აპირებს გამოიყენოს საბანკო მომსახურება/პროდუქტები. პეისერა ბანკი საქართველო, როგორც კომერციული ბანკი, თქვენთვის მომსახურების გაწევამდე, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია განახორციელოს თქვენი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, ხოლო მომსახურებების გაწევისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, შეაფასოს ის და შეინახოს კანონით დადგენილი ვადებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, თქვენ უნდა მოგვაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია.
მეტი დეტალებისთვის გთხოვთ, იხილოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.