8.23. არ ეთანხმებით/არ ადასტურებთ შესრულებულ საბარათე ტრანზაქციას

 ∴ თუ განახორციელეთ გადახდა და გინდათ გაუქმება

შესრულებული გადახდის ტრანზაქციის გაუქმება ბანკის მხრიდან შეუძლებელია.  გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ მერჩანტს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

 

     ∴ ბანკომატმა თანხა არ მოგცათ, თუმცა ჩამოგაჭრათ

უპირველეს ყოვლისა, შეამოწმეთ თქვენი ანგარიშები და ბალანსი:

  • თუ თანხა დაბლოკილია, მაგრამ ჯერ არ არის ჩამოჭრილი თქვენი ანგარიშიდან, გირჩევთ ცოტა დაელოდოთ. ხშირად ხდება რომ ბანკი, რომლის ბანკომატიდანაც მოხდა თანხის განაღდება, ბანკომატში ბალანსის შემოწმების და შეუსაბამობის აღმოჩენის შემდეგ აუქმებს თანხის ბლოკს. მას შემდეგ რაც თანხაზე მოიხსნება ბლოკი, თქვენ შეძლებთ თანხის სურვილისამებრ გამოყენებას; 
  • თუ თანხა ჩამოჭრილია ბარათის ანგარიშიდან, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერას სამსახურს.

 

     ∴ ჩამომეჭრა ტრანზაქციის თანხა, რომელიც მე არ შემისრულებია

თუ არ გეცნობათ ბარათით შესრულებული ტრანზაქცია, ან თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა ბარათის მონაცემებს ფლობდეს მესამე პირი (მაგალითად, გადაიხადეთ საეჭვო ელექტრონულ მაღაზიაში), გთხოვთ, მიჰყევით ქვემოთ მოცემულ მითითებებს.

  • დაბლოკეთ ბარათი შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად;
  • დაუკავშირდით მერჩანტს წერილობით, აუხსენით სიტუაცია და მოითხოვეთ თანხის დაბრუნება;
  • თუ მყიდველი უარს ამბობს თანხების ანაზღაურებაზე (ან არ პასუხობს 14 დღის განმავლობაში), გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს სადავო ტრანზაქციის გამოძიების დასაწყებად. სადავო ტრანზაქციის შემთხვევაში, ჩვენ დავბლოკავთ თქვენს არსებულ ბარათს და დაგიმზადებთ ახალს. ახალი ბარათის საკომისიოა 3.00 ევრო + მიწოდების საფასური.  სადავო თანხის უკან დაბრუნების პროცესს, ჩარჯბექს, შესაძლოა დასჭირდეს 60 დღე. ჩარჯბექის პროცედურას ამჟამად აწარმოებს Finansinės paslaugos "Contis", UAB;
  • შეატყობინეთ პოლიციას თქვენი ბარათით განხორციელებული თაღლითური ტრანზაქციების შესახებ;
  • დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონის, კომპიუტერისა და ტაბლეტის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც იყენებთ თქვენს Paysera-ს ინტერნეტ ბანკში და/ან Paysera Super App ავტორიზაციისთვის, არის ლეგალური, განახლებული და ასევე თქვენი ანტივირუსული პროგრამაც განახლებულია;
  • ბარათის გაცემისას იხსნება დამოუკიდებელი IBAN ანგარიში, რომელზეც აისახება საბარათე ოპერაციები. ბარათიდან შესაძლებელია განხორციელდეს ტრანზაქციები მხოლოდ მასზე არსებული დადებითი ნაშთის ფარგლებში. თქვენს სხვა ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს ბარათით განხორციელებული ტრანზაქცია ვერ შეეხება;
  • სწრაფი რეაგირებისთვის დამატებით გქონდეთ ჩართული SMS შეტყობინებები;
  • დარწმუნდით, რომ იყენებთ ბარათს მხოლოდ საიმედო ვებ გვერდებზე.