პროდუქტები და სახელმძღვანელოები
(7)1. ანგარიში ფიზიკური პირებისთვის (7)2. ბიზნეს ანგარიში იურიდიული პირებისთვის (9)3. პროფილის პარამეტრები (1)4. ევროპული IBAN ანგარიში (6)5. ანგარიშის გაზიარება დამატებითი მომხმარებლისთვის (13)6. გადარიცხვები ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებში (1)7. ჩარიცხვები ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკებიდან (3)8. თანხის კონვერტაცია ანგარიშებზე (28)9. ევროპული Visa ბარათი (2)10. ტრანზაქციები ნაღდი ფულით ბანკის მომსახურების ცენტრში (5)11. ტრანზაქციები ბარკოდით - QR კოდით (10)12. Paysera Checkout - საგადახდო ჰაბი (4)13. Paysera რითეილერი (7)14. ავტომატური გადარიცხვები (7)15. გადახდის განაწილება (7)16. თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა (4)17. პაროლით დაცული გადარიცხვა (6)18. ანგარიში ,,დანაზოგი" (1)19. საჩივრები და მომხმარებლების უკუკავშირი (1)20. პერსონალურ მონაცემთა დაცვა 21. ესქრო მომსახურება - დაემატება მალე (1)22. საკონტაქტო ინფორმაცია
9.18. ბარათის დროებით დაბლოკვა და/ან მუდმივად გაუქმება

თუ თქვენი ბარათი დაიკარგა ან მოგპარეს, ან ეჭვი გეპარებათ, რომ სხვა ადამიანმა შეიძლება იცოდეს თქვენი PIN კოდი ან პერსონალური მონაცემები, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ან გააუქმეთ ბარათი ინტერნეტ ბანკიდან ან Paysera Super App-ის საშუალებით.

თუ გაქვთ ეჭვი, რომ ბარათი დაკარგეთ და შეიძლება იპოვნოთ, შეგიძლიათ დროებითი ბლოკირება განახორციელოთ. სხვა შემთხვევაში კი უნდა გააუქმოთ არსებული ბარათი და შეუკვეთოთ ახალი. 

თუ უბრალოდ აღარ გსურთ საბარათე პროდუქტით სარგებლობა, შეგიძლიათ გააუქმოთ ბარათი.  გააქტიურებული ბარათის გაუქმება უფასოა და ძალაში შედის დაუყოვნებლივ, ხოლო საბარათის ანგარიში ასეთ შემთხვევებში ხდება სტანდარტული მიმდინარე ანგარიში.

 

როგორ დავბლოკოთ/გავაუქმოთ ბარათი: 

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში ან Paysera Super App-ში > გადადით ბარათების მენიუში > აირჩიეთ ბარათი, რომლის დაბლოკვაც გსურთ > აირჩიეთ დროებით დაბლოკვა/გაუქმება > დროებითი ბლოკის შემთხვევაში აირჩიეთ - დროებით დაბლოკვა > მუდმივად გაუქმების შემთვევაში აირჩიეთ - გაუქმება.

 

თუ თქვენ ვერ ახერხებთ შეხვიდეთ თქვენს პროფილში ინტერნეტ ბანკიდან ან Paysera Super App-იდან და ფიქრობთ, რომ თქვენს ანგარიშზე შეიძლება განხორციელდეს არაავტორიზებული ტრანზაქციები, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

 ბარათის დროებით დაბლოკვის შემდეგ, ბარათის მომსახურების ხელშეკრულება არ შეწყდება, მაგრამ ბარათით გადახდას ვეღარ შეძლებთ. ბარათის დროებითი დაბლოკვა უფასოა და ძალაში შედის დაუყოვნებლივ. თუ ბარათი დროებით დაბლოკილია 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის სამუდამოდ დაიბლოკება და ბარათიგაუქმდება.

თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ დროებით დაბლოკილი თქვენი ბარათი იმავე განყოფილებაში, Unblock ღილაკით.

 

! შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენი ბარათის და სახსრების უსაფრთხოებაზე, მანამ სანამ არ შეგვატყობინებთ თქვენი ბარათის დაკარგვის შესახებ.