ევროპული Visa ბარათი გაიცემა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე.
ფიზიკური პირები
ევროპული Visa ბარათის შეკვეთა შეუძლიათ პეისერა ბანკ საქართველოში რეგისტრირებულ და იდენტიფიცირებულ მომხმარებლებს 18 წლის ასაკიდან. ამჟამად აუცილებელია, რომ ძირითადი ბარათის მფლობელი იყოს EEA (ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნის) რეზიდენტი ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
შესაძლებელია დამატებითი ბარათის დამზადება ნებისმიერი ქვეყნის რეზიდენტობის მქონე პირისთვის, რომელიც ასევე რეგისტრირებულია პეისერა ბანკ საქართველოში და სრულად იდენტიფიცირებულია. ერთ მომხმარებელს შეუძლია დაამზადოს 5 დამატებითი ბარათი. დამატებითი ბარათის მფლობელი განკარგავს თანხებს ძირითად Visa ბარათზე მიბმული IBAN ანგარიშიდან, შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე ლიმიტები რაც ძირითად ბარათზე. დამატებითი ბარათის მიწოდება შესაძლებელია იგივე მისამართზე, სადაც მოხდა ძირითადი ბარათის მიწოდება ან სხვა მისამართზე, რომელსაც მიუთითებთ შეკვეთის დროს ძირითადი ბარათის მფლობელი.
ვის შეუძლია შეუკვეთოს ბარათი გარდა EEA (ევროპის ეკონომიკური არეალის ქვეყნის) რეზიდენტებისა?
- ქართველი სტუდენტი, რომელსაც აქვს ევროპაში (EEA ქვეყნის) სტუდენტური ვიზა ან ბინადრობის ნებართვა და ბარათის მიღების მისამართად მიუთითებს EEA-ში შემავალ ქვეყანას, ხოლო საცხოვრებელ მისამართად საქართველოს;
- ქართველი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს EEA ქვეყანაში, არის EEA ქვეყნის რეზიდენტი და ბარათის მიღების მისამართად მიუთითებს EEA-ში შემავალ ქვეყანას, ხოლო საცხოვრებელ მისამართად საქართველოს;
- EEA (ევროპის ეკონომიკური არეალის) ქვეყნის რეზიდენტი, რომლიც საცხოვრებელ მისამართად მიუთითებს საქართველოს, ხოლო ბარათის მიღების მისამართად მიუთითებს EEA ში შემავალ ქვეყანას;
- და სხვა.
იურიდიული პირები
ევროპული Visa ბიზნეს ბარათის შეკვეთა შეუძლია ასევე EU/EEA რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებული და იდენტიფიცირებულია პეისერა ბანკ საქართველოში.
თუ გსურთ შეუკვეთოთ ევროპული Visa ბიზნეს ბარათი კომპანიის ბიზნეს ანგარიშიდან, უნდა მიუთითოთ Paysera-ს სისტემაში რეგისტრირებული წარმომადგენლის ,,მომხმარებლის სახელი" (ელ.ფოსტა ან ტელეფონის ნომერი), ვინც გამოიყენებს ბარათს. ასევე, შესაბამისი პირი მითითებული უნდა იყოს კომპანიის პროფილში ანგარიშის განმკარგველად (თქვენს მიერ შერჩეული როლის მიხედვით). რეგისტრაციის შემდეგ სისტემა ავტომატურად დაადენტიფიცირებს თქვენი კომპანიის წარმომადგენელს და შემოგთავაზებთ დამატებითი საჭირო ინფორმაციის შეყვანას.