თუ საბარათე ტრანზაქცია ვერ სრულდება, გთხოვთ გადაამოწმოთ:
- საკმარისია თუ არა საბარათე ანგარიშზე არსებული ნაშთი გადახდისთვის. გთხოვთ იხილოთ თუ როგორ შეავსოთ ევროპული Visa ბარათი.
- სწორად შეიყვანეთ თუ არა PIN კოდი. თუ PIN კოდი არასწორად შეიყვანეთ 3-ჯერ, შესაძლებელია თქვენი ბარათი დროებით დაბლოკოს. ასეთ შემთხვევებში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.
- თუ თქვენი ბარათი ფიზიკურად დაზიანებულია, გაღუნულია ან გატეხილი, გადახდა შესაძლოა ვერ შესრულდეს. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ბარათის შეცვლასთან დაკავშირებით.
- შეამოწმეთ აქტიურია და ვალიდურია თუ არა თქვენი ბარათი. თუ ბარათს ვადა გაუვიდა, თქვენ ვერ შეძლებთ გადახდის განხორციელებას.
- ონლაინ გადახდის დროს სწორად შეიყვანეთ თუ არა CVV კოდი. თუ CVV კოდი არასწორად შეიყვანეთ 3-ჯერ, შესაძლებელია თქვენი ბარათი დაბლოკოს. ასეთ შემთხვევებში გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.
- ონლაინ გადახდის დროს ხომ არ დაბლოკეთ 3-D Secure 2.0 უსაფრთხოების პროგრამა. ასეთ შემთხვევებშიც გთხოვთ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერას სამსახურს.
- მიიღება თუ არა Visa საგადახდო ბარათები გადახდის ადგილზე.
- თუ ზემოთ მოცემული პუნქტების შემოწმების შემდეგ მაინც არ სრულდება გადახდა - გთხოვთ დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერას სამსახურს.
გთხოვთ, ასევე იხილოთ პუნქტი: სად შეიძლება არ იმუშაოს ბარათმა.