პეისერას ქსელში გადარიცხვა მოიცავს როგორც სს ,,პეისერა ბანკი საქართველოს“ მომხმარებლებს შორის შიდა გადარიცხვებს, ასევე პეისერას ქსელის მომხმარებლების ანგარიშებზე თანხების გადარიცხვას - საერთაშორისო გადარიცხვებს.
პეისერას ქსელში გადარიცხვა შეგიძლიათ განახორციელოთ არა მხოლოდ მიმღების IBAN ანგარიშის გამოყენებით, არამედ ასევე შეგიძლიათ მარტივად გადარიცხოთ თანხა მომხმარებლის შემდეგი იდენტიფიკატორების გამოყენებით: მიმღების მობილურის ნომერი ან მიმღების ელ. ფოსტა.
გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც Paysera Super App-ის, ასევე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. გადარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე აისახება დროის მოკლე მონაკვეთში, თუ არ მოხდა ბანკის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა.
პეისერას ქსელში გადარიცხვა Paysera Super App-ის გამოყენებით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვა > ახალი გადარიცხვა > აირჩიეთ Paysera-ს გადარიცხვა > მიუთითეთ მიმღების იდენთიფიკატორი, კერძოდ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართა ან IBAN ანგარიშის ნომერი. შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ნომრის არჩევა თქვენი არსებული კონტაქტებიდანაც > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > მიუთითეთ თანხა > მიუთითეთ დანიშნულება > დაადასტურეთ გადარიცხვა.
პეისერას ქსელში გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > Paysera-ს ქსელში გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > მიუთითეთ მიმღების იდენთიფიკატორი, კერძოდ მიმღების მობილური ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართა ან IBAN ანგარიშის ნომერი > შეგიძლიათ მიუთითოთ მიმღების სახელიც, თუმცა სისტემა ავტომატურად ამოაგდებს მიმღების სახელს და გვარის ინიციალს > მიუთითეთ გადარიცხვის შესრულების თარიღი > მიუთითეთ თანხა > მიუთითეთ დანიშნულება > სურვილის შემთხვევაში შეინახეთ გადარიცხვის შაბლონი > დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით.