ინტერნეტ ბანკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მარტივად ნახოთ თქვენი შესრულებული გადარიცხვების ისტორია.
გაიარეთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > გადარიცხვების ისტორია.
შესაბამისი ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ მოიძიოთ ნებისმიერი გადარიცხვა. თარიღების მითითებით სისტემა გამოგიტანთ არჩეულ თარიღებში შესრულებულ ტრანზაქციებს. ასევე, ანგარიშის არჩევისას გამოგიჩნდებათ მხოლოდ მოცემული ანგარიშიდან შესრულებული გადარიცხვები.
შეგიძლიათ მიუთითოთ ყველა გადარიცხვის ჩვენება ან გაფილტროთ მხოლოდ ,,შესრულებული", ,,შეუსრულებელი" და ,,დაუდასტურებელი".
შესრულებული - აღნიშნული ფილტრით გამოგიჩნდებათ წარმატებულად შესრულებული გადარიცხვები. შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული გადარიცხვის დეტალები, ასევე გაიმეოროთ აღნიშნული გადარიცხვა, ჩამოტვირთოთ გადარიცხვის საბუთი ან დაბეჭდოთ.
შეუსრულებელი - აღნიშნული ფილტრით გამოგიჩნდებათ ყველა დაუარებული/გაუქმებული გადარიცხვა. შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული გადარიცხვის დეტალები და ასევე გაუქმების მიზეზი. შეგიძლიათ გაიმეოროთ აღნიშნული გადარიცხვა, ჩამოტვირთოთ გადარიცხვის საბუთი ან დაბეჭდოთ.
დაუდასტურებელი - აღნიშნული ფილტრით გამოგიჩნდებათ ისეთი გადარიცხვები, რომელიც შესრულებულია, თუმცა არაა დადასტურებული და შესაბამისად არაა გადასული ბანკის ბაზაში. ,,დაუდასტურებელი" გადარიცხვა შესაძლოა შეასრულოს ანგარიშის მფლობელმა, რათა შემდგომ დაადასტუროს გადარიცხვა. ასევე, შესაძლოა წვდომები იყოს გადანაწილებული ისე, რომ ერთ მომხმარებელს ჰქონდეს გადარიცხვის შექმნის უფლება და მეორეს დადასტურების, შესაბამისად დასადასტურებელი გადარიცხვა ჩავარდება აღნიშნულ გვერდზე. დეტალებში შესაძლებელია ნახვა, თუ ვის მიერ არის შესრულებული გადარიცხვა და ვის მიერ - დადასტურებული. დადასტურებამდე ნებისმიერ დროს შესაძლებელია გადარიცხვის გაუქმება.