გადარიცხვების მარტივად შესასრულებლად შეგიძლიათ შექმნათ კონკრეტული გადარიცხვის შაბლონი, რომელსაც გამოიყენებთ შემდეგი გადარიცხვისას და აღარ დაგჭირდებათ ყველა მონაცემების თავიდან შევსება.
შაბლონის შექმნა შეგიძლიათ უშუალოდ გადარიცხვის შესრულებისას, თუ გადარიცხვის ბოლოს მონიშნავთ შაბლონად შენახვის ველს. ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაამატოთ შაბლონები Paysera Super App-ით ან ინტერნეტ ბანკიდან.
შაბლონის დამატება Paysera Super App-ით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვა > შაბლონები > შექმენით ახალი > აირჩიეთ გადარიცხვის ტიპი და შეავსეთ მოცემული ველები > დაიმახსოვრეთ შაბლონი > თუ სარგებლობთ IOS ოპერაციული სისტემის მქონე მოწყობილობით, სისტემა შემოგთავაზებთ ხმოვანი ბრძანების დაყენებას Siri-ს ფუნქციონალისათვის. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ ან გამოტოვოთ აღნიშნული საფეხური.
შაბლონის დამატება ინტერნეტ ბანკიდან:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ შაბლონები > გადარიცხვის შაბლონები > შექმენით ახალი შაბლონი > აირჩიეთ გადარიცხვის ტიპი და შეავსეთ მოცემული ველები > დაიმახსოვრეთ შაბლონი.
ზემოთ მოცემულ მენიუებში შეგიძლიათ ნახოთ უკვე დამატებული შაბლონები და სურვილის შემთხვევაში წაშალოთ.