სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხვების შესრულება შესაძლებელია პეისერას ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
გადარიცხვების შესრულება შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ასევე შესაძლებელია მესამე პირის ნაცვლად გადარიცხვის შესრულება.
ხაზინაში შესაძლებელია მხოლოდ ლარის გადარიცხვა.
გადარიცხვა სახელმწიფო ხაზინაში თქვენი სახელით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > სახაზინო გადარიცხვები > აირჩიეთ თქვენი ანგარიში, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > არ შეცვალოთ გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდის და გადამხდელის კოდის ველები, სადაც ავტომატურად მითითებულია თქვენი მონაცემები > მიუთითეთ სახაზინო კოდი, რომელ კოდზეც გსურთ თანხის გადარიცხვა (თუ შეყვანილი კოდი არასწორია, სისტემაში გამოგიჩნდებათ შესაბამისი შეტყობინება) > სისტემში ავტომატურად შევსებულია სახელმწიფო ხაზინის დასახელება და Swift კოდი > მიუთითეთ გადასარიცხი თანხა > სისტემა ავტომატურად დააგენერირებს დანიშნულებას სახაზინო კოდის შესაბამისად, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დანიშნულება ან დატოვოთ შემოთავაზებული ვერსია > შეცვალეთ გადარიცხვის თარიღი, თუ გსურთ რომ მომავლის თარიღით შესრულდეს გადარიცხვა. თუ გსურთ, რომ უმალვე შესრულდეს - არ შეცვლოთ თარიღი> სურვილის შემთხვევაში შეინახეთ გადარიცხვის შაბლონი > დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება > დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით.
სხვის მაგივრად გადარიცხვა სახელმწიფო ხაზინაში:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > სახაზინო გადარიცხვები > აირჩიეთ თქვენი ანგარიში, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდის ველში ჩამოშალეთ ჩამონათვალი და აირჩიეთ გადარიცხვა სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის > მოცემულ ველებში მიუთითეთ შესაბამისი პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, ვის მაგივრადაც ახორციელებთ გადარიცხვას > მიუთითეთ სახაზინო კოდი, რომელ კოდზეც გსურთ თანხის გადარიცხვა (თუ შეყვანილი კოდი არასწორია, სისტემაში გამოგიჩნდებათ შესაბამისი შეტყობინება) > სისტემში ავტომატურად შევსებულია სახელმწიფო ხაზინის დასახელება და Swift კოდი > მიუთითეთ გადასარიცხი თანხა > სისტემა ავტომატურად დააგენერირებს დანიშნულებას სახაზინო კოდის შესაბამისად, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დანიშნულება ან დატოვოთ შემოთავაზებული ვერსია > შეცვალეთ გადარიცხვის თარიღი, თუ გსურთ რომ მომავლის თარიღით შესრულდეს გადარიცხვა. თუ გსურთ, რომ უმალვე შესრულდეს - არ შეცვლოთ თარიღი> სურვილის შემთხვევაში შეინახეთ გადარიცხვის შაბლონი > დააჭირეთ ღილაკს გაგრძელება > დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით.