პეისერა ბანკი საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას დააინიციროთ გადარიცხვის საგადახდო დავალება მაშინაც კი თუ შესაბამის ანგარიშზე არ გაქვთ გადარიცხვის შესასრულებად და საკომისიოს ჩამოსაჭრელად საკმარისი თანხები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ასეთ შემთხვევაში საგადახდო დავალება ბანკში არ გამოჩნდება და გიჩანთ მხოლოდ თქვენ Paysera Super App და ინტერნეტ ბანკში, დაუსრულებელი სტატუსით.
თქვენ გაქვთ 5 დღე, რათა შეავსოთ ანგარიში. ბანკისგან ყოველ დღე მიიღებთ შემახსენებელ შეტყობინებას ელ.ფოსტის მეშვეობით. თუ 5 დღის შემდეგ, ანგარიშზე არსებული თანხა კვლავ არასაკმარისი იქნება საგადახდო დავალების შესასრულებლად, იგი ავტომატურად გაუქმდება. ასევე, მოცემული 5 დღის განმავლობაში თქვენ თავადვე შეგიძლიათ გააუქმოთ საგადახდო დავალება.