თუ თქვენ გსურთ, რომ გადარიცხვა შესრულდეს კონკრეტულ თარიღში და ეჭვობთ, რომ შეიძლება დაგავიწყდეთ შესრულება, ან უბრალოდ გსურთ წინასწარ დააინიციროთ გადარიცხვა, პეისერა ბანკი საქართველო გაძლევთ შესაძლებლობას გადარიცხვის შესრულებისას მიუთითოთ კონკრეტული, თქვენთვის სასურველი მომავლის თარიღი. თარიღი შეიძლება იყოს არაუგვიანეს 2 (ორი) წლისა, გადარიცხვის ინიციირების დღიდან. თუ თქვენს მიერ მითითებულ თარიღში ანგარიშზე გექნებათ საკმარისი თანხა და შესაბამისი საკომისიო საგადახდო დავალების შესასრულებლად, ასევე ანგარიშზე არ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვა, საგადახდო დავალება შესრულდება. თქვენი ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება მითითებული დღის დასაწყისში (00:00 სთ GMT+4 სასაათო სარტყელის შესაბამისად), ხოლო ბანკი შეასრულებს გადარიცხვას სამუშაო დღეების და საათების შესაბამისად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მითითებულ თარიღამდე საგადახდო დავალება ბანკში არ გამოჩნდება და გიჩანთ მხოლოდ თქვენ Paysera Super App და ინტერნეტ ბანკში, დაუსრულებელი სტატუსით. მითითებულ თარიღამდე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ საგადახდო დავალება. | |