საკუთარ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ როგორც Paysera Super App-ის, ასევე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. გადარიცხული თანხა თქვენს ანგარიშებზე აისახება მომენტალურად.
საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა Paysera Super App-ის გამოყენებით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვა > ახალი გადარიცხვა > აირჩიეთ საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში და ვალუტა, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ შესაბამისი თანხის და ვალუტის ჩარიცხვა > მიუთითეთ თანხა > დაადასტურეთ გადარიცხვა.
საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა ინტერნეტ ბანკის გამოყენებით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარ მენიუში აირჩიეთ გადარიცხვები > საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში, საიდან გსურთ თანხის გადარიცხვა > აირჩიეთ ანგარიში, რომელზეც გსურთ შესაბამისი თანხის ჩარიცხვა > მიუთითეთ გადარიცხვის შესრულების თარიღი > მიუთითეთ თანხა და ვალუტა > სურვილის შემთხევაში შეცვალეთ მითითებული დანიშნულება > დაადასტურეთ გადარიცხვა ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ,,დაიმახსოვროთ როგორც დაუდასტურებელი" და შესრულების თარიღის გასვლამდე დაადასტუროთ მოგვიანებით.