ევროპული IBAN ანგარიში

IBAN -  საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი -  არის ISO 13616 სტანდარტის შესაბამისად გენერირებული საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც წარმოადგენს ლათინური ასოების და ციფრების ერთეულის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება საბანკო ანგარიშის ნომრად.  

ბანკთაშორის ტრანზაქციები საქართველოში ხორციელდება IBAN ანგარიშების გამოყენებით. Მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ბანკები იყენებენ ზემოთ ხსენებული სტანდარტის IBAN ანგარიშებს. 

პეისერა ბანკი საქართველო, გარდა სტანდარტული IBAN ანგარიშისა, გთავაზობთ ევროპულ IBAN ანგარიშს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია ქართულ ბაზარზე.  აღნიშნული სერვისით  სარგებლობა შეუძლია ბანკის ნებისმიერ მომხმარებელს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, რომელიც იდენტიფირებული და ვერიფიცირებულია ბანკის მიერ და გახსნილი აქვს საბანკო IBAN ანგარიში/ანგარიშები.

ბანკში რეგისტრაციის და სრული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, თქვენ ავტომატურად გაგეხსნებათ ევროპული IBAN ანგარიში, რომლის ნახვა და კონტროლი შეგიძლიათ Paysera Super App და/ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით. 

ევროპული IBAN ანგარიში გზას გიხსნით ისარგებლოთ ევროპული სერვისებით და მიიღოთ ყველა სარგებელი, რასაც იღებს ნებისმიერი ევროპული ბანკის მომხმარებელი.   აღნიშნული ანგარიშის მეშვეობით შეგიძლიათ განახორციელოთ გადარიცხვები და მიიღოთ ჩარიცხვები როგორც ევროში, ასევე  20 განსხვავებულ ვალუტაში სწრაფად, მარტივად და ხელსაყრელი ტარიფით. Რაც მთავარია შეგეძლებათ ისარგებლოთ SEPA და SEPA Instant სისტემის სრული მომსახურებით.