ესქრო მომსახურებისთვის ბანკი აწესებს შესაბამის საკომისიოს, რომელიც პირობების გაცნობასთან ერთად აუცილებელი წესით ეცნობება მომსახმარებელს და მისი გადახდა დარეგულირდება ხელშეკრულებით.
თუ ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულია, რომ მყიდველი იხდის (სრულად ან ნაწილობრივ) ესქრო მომსახურების საკომისიოს, მყიდველი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ესქრო თანხასთან ერთად, თავის ანგარიშზე ასევე რიცხავს საკომისიოს თანხასაც. მყიდველის მიერ კუთვნილი საკომისიოს გადახდა წარმოადგენს ესქრო მომსახურების გაწევის აუცილებელ წინაპირობას.
ესქრო მომსახურების საკომისიოები შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენს ვებ.გვერდზე. ხოლო ხელშეკრულების გაფორმებამდე. გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ ესქრო მომსახურების ზოგად პირობებს.