თუკი პროცესი წარუმატებლად დასრულდა, ესქრო ანგარიშზე არსებული თანხა დაუბრუნდება მყიდველს. პროცესის მიმდინარეობა წარუმატებლად ჩაითვლება, თუ იგი არ მიუყვება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.
მაგალითად:
- მომსახურება არ იქნა გაწეული/ პროდუქტი არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროით;
- მომსახურება არ იქნა გაწეული/პროდუქტი არ გადაეცა მყიდველს;
- შეძენილი პროდუქტის/გაწეული მომსახურების ხარისხი სცდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს;
- გამყიდველს არ შეუძლია შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ა.შ.
მსგავს შემთხვევაში ბანკი აბრუნებს თანხას მყიდველის Paysera ანგარიშზე. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც მიწოდებული პროდუქტი დაუბრუნდება გამყიდველს. ასევე აუცილებელია მყიდველის მხრიდან წარმოდგებილი იქნას პროდუქტის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. (იმ შემთხვევაში თუ იგი იქნა მიწოდებული)