25.03 ესქრო ანგარიშითა და მომსახურებით სარგებლობის ძირითადი პირობები

ესქრო მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.  


  • აუცილებელია, რომ მყიდველსაც და გამყიდველსაც ჰქონდეს გახსნილი მიმდინარე ანგარიში სს ,,პეისერა ბანკ საქართველოში"  

  • ესქრო მომსახურება დაკავშირებულია უძრავი ან მოძრავი ქონების, საწარმოს წილის ან/და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციასთან.
  • ესქრო მომსახურების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ლარის ვალუტაში.
  • შესყიდვის თანხა არ არის ლიმიტირებული და შესაძლებელია იყოს ნებისმიერი მოცულობის.
  • სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება გამყიდველს, მყიდველსა და ბანკს შორის.
  • მყიდველი იღებს ვალდებულებას ესქრო მომსახურების ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ნასყიდობის გარიგების - ესქრო მომსახურების, თანხა და შესაბამისი საკომისიო ჩარიცხოს სს ,,პეისერა ბანკ საქართველოში“ არსებულ მის მიმდინარე ანგარიშზე.
  • ~
  • ესქრო მომსახურების ფარგლებში სს ,,პეისერა ბანკი საქართველო“ გახსნის ბანკის შიდასაბანკო - ესქრო მომსახურების ანგარიშს, რომელზეც, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდება ესქრო მომსახურების თანხას გადატანა.
  • ესქრო ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში თანხა ირიცხება ესქრო ხელშეკრულების მხარის – გამყიდველის მიმდინარე ანგარიშზე.
  • ესქრო მომსახურების ანგარიშზე თანხა შეიძლება განთავსდეს ესქრო მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 თვისა.