!!! ფუნქციონალი დამუშავების ეტაპზეა
ინტერნეტ ბანკის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ თქვენი Paysera Super App და Facebook პროფილები ერთმანეთთან. აღნიშნულის შემდეგ თქვენი Facebook პროფილის ფოტო ავტომატურად გადმოვა თქვენს Paysera Super App-ში და გამოჩნდება როგორ თქვენი მომხმარებლის სახელის გვერდით, ასევე ის გამოუჩნდებათ იმ მომხმარებლებს, რომლებიც გადმორიცხავენ თქვენს Paysera ანგარიშზე თანხას. ფოტოს გაუქმება/ცვლილება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
დაკავშირებამდე სისტემა მოგთხოვთ იდენტიფიკაციას Facebook გვერდზე თქვენი Facebook მომხმარებლის სახელის და პაროლის შეყვანით, ასევე უნდა დაეთანხმოთ, რომ Paysera Super App-ში მოხდება თქვენი Facebook პროფილის ფოტოს გადმოცემა.
ანგარიშების დასაკავშირებლად გთხოვთ განახორციელოთ შემდეგი ქმედება:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მენიუს მარცხენა მხარეს აირჩიეთ პარამეტრები > პროფილის პარამეტრები > პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია > ქვედა ნაწილში გამოგიჩნდებათ Facebook ბმული, რომელზე დაჭერითაც სისტემა გადაგიყვანთ Facebook გვერდზე და მოგთხოვთ თქვენი Facebook პროფილის მოხმარებლის სახელს და პაროლს, ასევე დასტურს დაკავშირებაზე და ფოტოს გამოყენებაზე > დასტურის შემთხვევაში თქვენი Facebook პროფილის ფოტო ავტომატურად გადმოვა თქვენს Paysera Super App-ში.