3.02. ვერ იღებთ დადასტურების ერთჯერად კოდს SMS შეტყობინებით

თუ თქვენს პროფილში შესვლისას ვერ იღებთ დადასტურების ერთჯერად კოდს SMS შეტყობინებით, ახალი SMS-ის მოთხოვნამდე, გთხოვთ, განახორციელოთ შემდეგი ქმედებები:

  1. გადატვირთეთ ტელეფონი;
  2. შეამოწმეთ კავშირი მობიურ ოპერატორთან;
  3. დარწმუნდით, რომ თქვენი ნომერი არ არის როუმინგში ჩართული, რადგან როუმინგის რეჟიმში ყოფნამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ SMS შეტყობინებების მიღებაში;
  4. თუ იყენებთ წინასწარ გადახდილ SIM ბარათს -თანხის შევსების ფუნქციას, დარწმუნდით, რომ თქვენი ანგარიშის მოქმედების ვადა არ დასრულებულა და ანგარიშზე გაქვთ საკმარისი თანხა. ზოგიერთ ქვეყანაში, ბარათის ანგარიშზე საკმარისი თანხის არ ქონამ შეიძლება დაბლოკოს SMS შეტყობინებების მიღება;
  5. თუ თქვენს ტელეფონს აქვს სპამ შეტყობინებებისათვის განკუთვნილი ცალკე ადგილი, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ჩვენი ბანკიდან გამოგზავნილი მესიჯები არ მისამართდება სპამ შეტყობინებებში;
  6. სცადეთ სხვა SMS შეტყობინების გაგზავნა და დარწმუნდით, რომ თქვენი ტელეფონი იღებს სხვა SMS შეტყობინებებს;
  7. სცადეთ შესვლა სხვა მოწყობილობიდან და იქიდან გააგზავნეთ შესვლის დადასტურების კოდი, თუ გაქვთ შესაძლებლობა.

თუ აღნიშნული მოქმედებების შესრულებისა და კოდის მისაღებად მოქმედებების გამეორების შემდეგ, თქვენ კვლავ ვერ მიიღებთ კოდს თქვენს ტელეფონში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურში და უმოკლეს დროში ვეცდებით თქვენს დახმარებას.