22.06. როგორ დავადასტურო/გავაუქმო მიღებული თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა

თუ თქვენ გამოგიგზავნიან თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას, ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას გამომგზავნი პირის მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე ან ელ.ფოსტაზე. თუ უკვე ხართ პეისერა ბანკი საქართველოს ან Paysera ქსელის მომხმარებელი, Paysera Super App-ში შესვლისას, მთავარ მენიუში, გამოგიჩნდებათ აღნიშნული მოთხოვნა. 

გთხოვთ, გახსნათ მოთხოვნა და გადაამოწმოთ დეტალები. თუ გსრურთ აღნიშნული მოთხოვნის დადასტურება, აირჩიეთ ანგარიში, რომლიდანაც გსურთ მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა და დაადასტურეთ მოთხოვნა. თუ არ გსურთ მოთხოვნის დადასტურება, მარტივად შეგიძლიათ გააუქმოთ.  

თუ თქვენ ჯერ არ ხართ პეისერა ბანკი საქართველოს ან Paysera ქსელის მომხმარებელი, მარტივად შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Paysera Super App და გაიაროთ რეგისტრაცია.

გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით. 

 

! შენიშვნა: 

თუ თქვენ არ დაადასტურებთ და არც გააუქმებთ მიღებულ მოთხოვნას, იგი ავტომატურად გაუქმდება 30 დღეში, ან გამომგზავნის მიერ.