22.03. ვის შეუძლია თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის ფუნქციონალით სარგებლობა

თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის პროდუქტით შესაძლებელია ისარგებლოს პეისერა ბანკი საქართველოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა, რომელიც იდენტიფირებული და ვერიფიცირებულია ბანკის მიერ, გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში/ანგარიშები და სარგებლობს Paysera Super App-ით.

თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის პროდუქტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პეისერა ბანკი საქართველოს და/ან Paysera-ს ქსელში რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ბანკიდან აღნიშნული ფუნქციონალით თანხის გადმორიცხვა ვერ განხორციელდება.