ანგარიშების გახსნის შემდეგ, მერჩანტმა თავის სისტემაში უნდა დააინტეგრიროს ბანკის პროგრამულ გადაწყვეტილებები, API ფუნქციონალები, მონაცემთა გაცვლისა და მართვისთვის, რომლის მეშვეობითაც შეძლებს თავის მომხმარებელს შესთავაზოს ტრანზაქციების განხორციელება ბარკოდის/QR კოდის მეშვეობით.
ბარკოდის/QR კოდის მეშვეობით ტრანზაქციები შესაძლებელია განახორციელოს პეისერა ქსელის ნებისმიერმა მომხმარებელმა, რომელიც იდენტიფირებული და ვერიფიცირებულია ბანკის მიერ და გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში/ანგარიშები.
მომსახურების გააქტიურებისას მერჩანტს შეუძლია აირჩიოს მომსახურების სახეობა, კერძოდ, მიიღოს მხოლოდ გადახდები და/ან შესთავაზოს მომხმარებელს თანხის განაღდება ანგარიშიდან და/ან თანხის შეტანა ანგარიშზე.
მერჩანტსა და მომხმარებლებს შორის ანგარიშსწორებისას თანხების ჩამოჭრა და ასახვა ანგარიშზე ხორციელდება დროის რეალურ რეჟიმში.
QR კოდით/ბარკოდით თანხების გადახდა, განაღდება და თანხის შეტანის პროცესის დეტალები გთხოვთ, იხილოთ შესაბამის გვერდზე.
მომსახურების გააქტიურების ტექნიკური დოკუმენტაცია, API სპეციფიკაცია და სხვა ტექნიკური დეტალები განთავსებულია პეისერა ქსელის ვებ გვერდზე: developers.paysera.com