18.05. ბარკოდით/QR კოდით ტრანზაქციების განხორციელების ადგილები

თქვენ შეგიძლიათ მარტივად ნახოთ ადგილები, სადაც შეგიძლიათ თანხის გატანა, შეტანა და/ან გადახდა ბარკოდით/QR კოდით როგორც Paysera Super App-იდან ასევე ჩვენი ვებ გვერდიდან.

Paysera Super App-ში ჩანართში ,,მეტი"  მოცემულია ფუნქცინალი ,,გადახდის ადგილები“, სადაც შეგიძლიათ რუკაზევე ნახოთ ყველა შესაძლო მერჩანტი ადგილმდებარეობის მიხედვით. ასევე, აირჩიოთ ფილტრი და მოძებნოთ მხოლოდ გადახდის ადგილები, ან მხოლოდ თანხის განაღდების ან თანხის შეტანის კონკრეტული ადგილები. ასევე, თუ იცით მერჩანტის კონკრეტული დასახელება, მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ კონკრეტული მერჩანტი.

კონკრეტული მერჩანტის არჩევისას, შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ მერჩანტის ზუსტი მისამართი, ასევე შესაბამისი მისამართი რუკაზე. ჩანართშივე მოცემულია კონკრეტულ მერჩანტთან შესაძლო ტრანზაქციების ჩამონათვალი. შესაძლოა, რომ მერჩანტი ახორციელებდეს გადახდებსაც, ასრულებდეს ნაღდი თანხის შეტანას და გაცემასაც. ასევე შესაძლებელია, რომ მერჩანტი ასრულებდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტრანზაქციას. ჩანართშივე მითითებულია მერჩანტის სამუშაო დღეები და საათები, ასევე კონკრეტულ მერჩანტებზე მითითებულია ლიმიტები და მომსახურების საკომისიოები ფიზიკური და იურიდიული პირების შესაბამისად.