ბარკოდის/QR კოდის მეშვეობით ტრანზაქციები შესაძლებელია განახორციელოს პეისერა ბანკი საქართველოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირმა, რომელიც იდენტიფირებული და ვერიფიცირებულია ბანკის მიერ და გახსნილი აქვს საბანკო ანგარიში/ანგარიშები.
მომსახურებას ეწევა პატრნიორი მერჩანტი, რომელიც რეგისტრირებულია პეისერა ქსელში და გახსნილი აქვს შესაბამისი ანგარიშები. ასევე, თავის სისტემაში ინტეგრირებული აქვს პეისერას ქსელის პროგრამული გადაწყვეტილებები, API ფუნქციონალები, მონაცემთა გაცვლისა და მართვისთვის, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს სთავაზობს ტრანზაქციების განხორციელებას ბარკოდის/QR კოდის მერშვეობით.
API ფუნქციონალი არის პეისერას ქსელის მიერ გამზადებული აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (შემდგომში ,,API“), რომელიც საშუალებას აძლევს ორ პროგრამულ უზრუნველყოფას დაუკავშირდეს ერთმანეთს და გაცვალოს ინფორმაცია მარტივად, უსაფრთხოდ და დროის რეალურ რეჟიმში.
თანხის განაღდებისა და შეტანისათვის გამოყენება ბარკოდი, ხოლო თანხის გადახდის შემთხვევაში - QR კოდი.
ბარკოდის/QR კოდის გენერირება შესაძლებელია Paysera Super App-ის მეშვეობით.
თანხის შეტანის და განაღდების დროს, გარდა Paysera Super App-ის მიერ გენერირებული QR კოდისა, კონკრეტულ მერჩანტებს დადგენილი აქვთ იდენტიფიკაციის დამატებითი მოთხოვნები. კერძოდ, მერჩანტი ითხოვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, როგორიცაა პასპორტი, შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის გათვალისწინებით.
თანხის გატანის შემთხვევაში, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარგენასთან ერთად მოითხოვება ერთჯერადი SMS კოდის წარგენაც, რომელიც იგზავნება Paysera Super App-ში რეგისტრირებულ მომხმარებლის მობილურის ნომერზე.