დამატებით მომხმარებელს გაზიარებულ ანგარიშზე შეუძლია შემდეგი ქმედებების განხორციელება:
- ძირითადი მომხმარებლის მიერ მინიჭებული უფლების შესაბამისად ანგარიშის/ანგარიშების მართვა;
- ნებართვის გაუქმება;
- გაცემული უფლებების და ლიმიტების გადამოწმება;
- ანგარიშის სახელის ცვლილება მარტივი იდენტიფიკაციისათვის (შეცვლილი სახელი უჩანს მხოლოდ შესაბამის მომხმარებელს, ვინც ახორციელებს ცვლილებას);
- არასაჭირო ვალუტების დაფარვა - რაც ნიშნავს, რომ დამატებით მომხმარებელს შეუძლია დამალოს ჩამონათვალიდან შესაბამისი ვალუტა.