ანგარიშის გაზიარებისას მომხმარებელი აკონფიგურირებს წვდომებს საკუთარი შეხედულების შესაბამისად.
ანგარიშის ამონაწერის და ტრანზაქციების ნახვა ავტომატურად უაქტიურდება დამატებით მომხმარებელს. სხვა დანარჩენი უფლებები კი კონფიგურებადია. კერძოდ შესაძლებელია შემდეგი უფლებების მინიჭება დამატებითი მომხმარებლისთვის:
- ტრანზაქციების შექმნა და დადასტურება შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
- ტრანზაქციების შექმნა შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში;
- ტრანზაქციების დადასტურება ერთი პირის მიერ;
- ტრანზაქციების დადასტურება რამოდენიმე პირის მიერ - რაც ნიშნავს რომ აღნიშნული პირები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ დაადასტურებენ ტრანზაქციას, აუცილებლად უნდა იყოს ყველა შესაბამისი პირის დასტური, რომ შესრულდეს ტრანზაქცია.