Paysera ევროპული ანგარიშის მართვა შესაძლებელია რამოდენიმე პირის მიერ. ამისათვის ანგარიშის განკარგვაზე უბლებამოსილმა პირმა უნდა მიანიჭოს შესაბამისი უფლებები - გაუზიაროს ანგარიში, სხვა პიროვნებას, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული პეისერას მომხმარებლად, ჰქონდეს გავლილი სრული იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია და მისი ანგარიშები იყოს აქტიური.
ანგარიშის გაზიარების პროდუქტით სარგებლობა და სრულად მართვა შესაძლებელია Paysera Super App-ის და/ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.
დამატებითი მომხმარებელი Paysera Super App-ს და/ან ინტერნეტ ბანკს უკავშირდება საკუთარი მომხმარებლის სახელით და პაროლით. თავისი ანგარიშებისგან დამოუკიდებლად მას უჩანს გაზიარებული ანგარიშები, შესაბამისი უფლებების და ლიმიტების მითითებით.
დამატებითი მომხმარებლების რაოდენობა არ არის შეზღუდული. მომხმარებელს შეუძლია დაამატოს ერთზე მეტი დამატებითი მომხმარებელი სხვადასხვა ან ერთნაირი უფლებებით და ლიმიტებით.
ანგარიშის გაზიარება შესაძლებელია როგორც ანგარიშის გახსნის მომენტში, ასევე ნებისმიერ დროს.
ნებისმიერი სახის ახალი უფლება ან ლიმიტის მინიჭება, ასევე რაიმე ცვლილება არსებულ უფლებებში და ლიმიტებში გააქტიურდება ცვლილებიდან 12 საათის შემდეგ. აღნიშნულით ბანკი მომხმარებელს აზღვევს არასანქცირებული წვდომების დაშვებისაგან. თუმცა, თუ მომხმარებლისთვის კრიტიკულია, რომ წვდომები მალევე გააქტიურდეს, შეუძლია დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს და იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ ბანკის თანამშრომელი დაეხმარება წვდომების დროულად გააქტიურებაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
ფიზიკური პირის ანგარიშის გაზიარებისას, დამატებით მომხმარებელს არ შეუძლია გაზიარებული ანგარიშის სხვა პირზე გადაზიარება. იურიდიული პირის შემთხვევაში კი შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებელი (იურიდიული პირი) ანგარიშის გაზიარების ეტაპზე დამატებით მომხმარებელს მიანიჭებს ანგარიშების მართვის სრულ უფლებას და ასევე, Paysera Super App-ის და/ან ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განაახლებს ,,იცნობდე შენს კლიენტს“ კითხვარს, სადაც დეტალურად მიუთითებს შესაბამისი დამატებითი მომხმარებლის უფლებამოსილებას და ბანკს მიაწვდის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მინდობილობა, ამონაწერი რეესტრიდან და/ან ა.შ.), რომელიც გადამოწმდება და დამოწმდება ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.