თუ კომპანიამ შეიცვალა იურიდიული დასახელება, გთხოვთ წარადგინოთ ცვლილების დამადასტურებელი საბუთი და განახლებული ამონაწერი. დოკუმენტების წარდგენა და ცვლილების მოთხოვნის დაფიქსირება უნდა განახორციელოს ანგარიშების განმკარგველმა პირმა.
აღნიშნული საბუთების წარდგენა შესაძლებელია პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრში ვიზიტით ან ინტერნეტ ბანკში/Paysera Super App-ში საბუთების ატვირთვით.
გთხოვთ განახლებული დოკუმენტი ატვირთოთ შესაბამის ველში:
Paysera Super App-ის მეშვეობით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია Paysera Super App-ში > მთავარი მენიუდან გადადის პარამეტრებში > აირჩიეთ ბიზნეს ანგარიშები > კითხვარი > ატვირთეთ დოკუმენტი შესაბამის ველში > დაადასტურეთ კითხვარი.
ინტერნეტ ბანკის მეშვეობით:
გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მთავარი მენიუში ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი სახელის გასწვრივ გადადით კომპანიის ანგარიშზე > გადადის პარამეტრებში > გადადით პროფილის პარამეტრებში > KYC კითხვარი > ცვლილება > ატვირთეთ დოკუმენტი შესაბამის ველში > დაადასტურეთ კითხვარი.
ასევე შეგიძლიათ ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები მოგვაწოდოთ ელ. ფოსტის საშუალებით: support@paysera.ge
ბანკი განიხილავს თქვენს დოკუმენტებს და დაადასტურებს მოთხოვნას ან საჭიროების შემთხვევაში მოგთხოვთ დამატებით ინფორმაციას.