შესაძლებელია თუ არა ინტერნეტ ბანკით და/ან Paysera Super App-ით შექმნილი გადარიცხვის დადასტურება ორი პირის მიერ?
დიახ, გადარიცხვა შეიძლება დაადასტუროს ორი პირმა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადარიცხვა ვერ შესრულდება, თუ ორივე პირი არ დაადასტურებს მას.
Აღნიშნული უფლებების გააქტიურება უნდა მოხდეს ანგარიშის გაზიარების ფუნქციონალის მეშვეობით. გთხოვთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია ანგარიშის გაზიარებისათვის საჭირო ქმედებებთან დაკავშირებით.
Უფლებების გაწერისას გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ,,გადარიცხვის დადასტურების” უფლებას საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ და მიუთითოთ ავტორიზაციის ტიპი: ტიპი A ან ტიპი B, რომლებიც განსაზღვრავენ ავტორიზაცია შესრულდეს ერთი თუ რამოდენიმე პირის მიერ. Ტიპების დეტალური აღწერილობა მოცემულია უფლებების გაწერის გვერდზე ინტერნეტ ბანკში და/ან Paysera Super App-ში.
როდესაც ერთი უფლებამოსილი პირი ქმნის გადარიცხვას და სხვა უფლებამოსილი პირი ადასტურებს, გადარიცხვა ვარდება სისტემაში სტატუსით ,,დაუდასტურებელი” და მისი ნახვა შესაძლებელია ,,გადარიცხვების ისტორიიდან”, საიდანაც უფლებამოსილ პირს შეუძლია დაადასტუროს და გააუქმოს აღნიშნული გადარიცხვა.