2.01. ბიზნეს ანგარიშის გახსნა

2.01 ბიზნეს ანგარიშის გახსნა

იურიდიული პირის ევროპული ბიზნეს ანგარიშის გახსნამდე აუცილებელია კომპანიის ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი ფლობდეს პირად, ფიზიკური პირის Paysera ევროპულ ანგარიშს.

ევროპული ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებლია:

 

დისტანციურად, ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, Ბიზნეს ანგარიშის გახსნა  შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად დაკმაყოფილებულია ყველა მომდევნო პირობა:

  1. იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოში ან შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ისრაელი, ნორვეგია, შვეიცარია, აშშ, კანადა, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, დიდი ბრიტანეთი, შენგენის ზონის ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები.
  2. წარმომადგენელი/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირი (დირექტორი) არის საქართველოს ან N1 პუნქტში მითითებული ქვეყნების მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.
  3. მფლობელობით სტრუქტურაში ყველა იურიდიული პირი არის საქართველოში ან N1 პუნქტში გათვალისწინებულ ქვეყანაში დაფუძნებული პირი.
  4. საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე არის საქართველოს მოქალაქე ან N1 პუნქტით გათვალისწინებული ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე ფიზიკური პირი.

 

შენიშვნა!  მინდობილი პირის მიერ Paysera ევროპული ბიზნეს ანგარიშის გასახსნელად, გთხოვთ, მიაკითხოთ პეისერა ბანკი საქართველოს მომსახურების ცენტრს.

 

როგორ გავხსნათ Paysera ევროპული ბიზნეს ანგარიში:

 

ინტერნენ ბანკის მეშვეობით: 

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია და შეხვიდეთ თქვენს  პირად პროფილში. მთავარ მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში მითითებულია თქვენი სახელი და მომხმარებლის ID. გთხოვთ ჩამოშალოთ მენიუ და აირჩიოთ  "ბიზნეს ანგარიშის გახსნა". შეიყვანეთ შესაბამისი მონაცემები ყველა მოცემულ ველში, შეავსეთ KYC კითხვარი და ატვირთეთ ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები.

 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია ინფორმაციის მაქსიმალურად დეტალურად მითითება, რათა დროულად მოხდეს თქვენი მონაცემების გადამოწმება და დადასტურება. 

 


იხილეთ ანგარიშის გახსნის ვიდეო ინსტრუქცია მითითებულ ბმულზე : https://www.youtube.com/watch?v=2ACnvN9GuGA