მომხმარებელთა უკუკავშირის და საჩივრების მიღება და მართვა

პეისერა ბანკი საქართველო მუდამ მზადაა მიიღოს მომხმარებლის უკუკავშირი, წინადადება, შეთავაზება, პრეტენზია თუ საჩივარი.

თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი უკუკავშირი, პრეტენზია თუ საჩივარი შემდეგი გზებით:

  1. პეისერა ბანკი საქართველოს ოფისში - საქართველო, 0112, თბილისი, წერეთლის გამზირი 4/2;
  2. ელ. ფოსტის მისამართზე info@paysera.ge;
  3. პეისერა ბანკი საქართველოს სატელეფონო ცენტრში დაკავშირებით +995 32 2 220 522;
  4. პეისერა ბანკი საქართველოს ვებ გვერდის მეშვეობით შეტყობინების ატვირთვის გზით (აირჩიეთ "შეტყობინების გაგზავნის" ოფცია).

დეტალური ინფორმაცია კლიენტების პრეტენზიების (საჩივრების) წარდგენისა და განხილვის წესების თაობაზე გთხოვთ, იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.