იმისათვის, რომ გაააქტიუროთ Paysera Checkout - საგადახდო ჰაბის პროდუქტი, საჭიროა შექმნათ ე.წ. პროექტი, თქვენი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით.
როგორ შევქმნათ პროექტი?
1. გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია თქვენს ინტერნეტ ბანკში > მარცხენა მხარეს, მენიუში აირჩიეთ პარამეტრები > პროფილის პარამეტრები > მომსახურება > პროდუქტების მართვა.
2. აირჩიეთ "ონლაინ გადახდის დამუშავება ელექტრონული ბანკინგისა და სხვა სისტემების საშუალებით" > გაეცანით ხელშეკრულებას და პროდუქტის პირობებს > დააჭირეთ ღილაკს - შეკვეთა.
3. მარცხენა მხარეს, მენიუში გთხოვთ, აირჩიოთ პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > დაამატეთ ახალი პროექტი.
4. გახსნილ ფანჯარაში შეიყვანეთ ახალი პროექტის მონაცემები:
- განყოფილებაში სერვისის პროვაიდერი - შეიყვანეთ თქვენი ელექტრონული მაღაზიის მისამართი;
- თუ თქვენ არ იყენებთ რომელიმე პლატფორმას, აირჩიეთ პროექტის მისამართის ხელით შეყვანა და შეიყვანეთ ვებ გვერდის მისამართი;
- თუ იყენებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პლატფორმას, განყოფილებიდან პლატფორმის გამოყენება, აირჩიეთ ჩამონათვალისდან ერთ-ერთი მათგანი და შემდეგ მიუთითეთ თქვენი მაღაზიის URL მისამართი;
- შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი კომპანიის ლოგო (მაქსიმალური ზომა: 180 px), რომელიც გამოჩნდება გადახდების გვერდზე;
- განყოფილებაში -მომსახურების აღწერა - გთხოვთ, აღწეროთ თქვენს მიერ მოწოდებული სერვისები ან პროდუქცია. თუ ყიდით ფიზიკურ პროდუქციას, შეიყვანეთ დაბრუნების პოლიტიკა და მიწოდების პირობები. გთხოვთ, იხილოთ დამატებითი ინფორმაცია პროექტის აღწერილობის შესახებ;
- საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებაში შეიყვანეთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- პროექტის დადასტურების განყოფილებაში მოცემულია კოდი, რომელიც უნდა გადაიტანოთ თქვენი ვებგვერდის <head></head> სექციაში, რათა დაადასტუროთ, რომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით აღნიშნული ვებ გვერდი. დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ აღნიშნული ქვეთავი;
- ინფორმაციის სრულად შეყვანის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს პროექტის დამახსოვრება.
5. განყოფილებიდან რედაქტირება გთხოვთ, შეავსოთ თქვენი ელექტრონული გვერდისათვის საჭირო ყველა მონაცემი.
6. მას შემდეგ რაც დარწმუნდებით, რომ თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციაში არაფერია შესაცვლელი და დაადასტურებთ, რომ ვებ გვერდი თქვენ გეკუთვნით (ზემოთ მოცემული კოდით), გთხოვთ, წარადგინეთ პროექტი განსახილველად.
7. წარდგენილი პროექტი ბანკის მხრიდან განხილული იქნება საშუალოდ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. თუ მოწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, პროექტი დადასტურდება და შეძლებთ სარგებლობას. დამატებითი კითხვების ან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ თქვენს პროფილში რეგისტრირებულ ელექტორნულ ფოსტაზე.
გთხოვთ, იხილოთ დეტალური ინფორმაცია ინტეგრაციის ტექნიკური სპეციფიკაციის შესახებ.
პროექტის შექმნის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიიღოთ საგადახდო ჰაბის პლატფორმის ტექნიკური ინტეგრაციისთვის საჭირო მონაცემებს:
- მთავარ მენიუში, მარცხენა მხარეს, აირჩიეთ პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები - შეგიძლიათ ნახოთ პროექტის ნომერი (Project ID);
- თქვენი პროექტის პაროლის მისაღებად, გთხოვთ, მთავარ მენიუში მარცხენა მხარეს, აირჩიოთ პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > პროექტის პარამეტრები > პროექტის ზოგადი პარამეტრები > გთხოვთ იხილოთ პაროლი ან სურვილის შემთხვევაში დააგენერიროთ ახალი. პაროლი უნდა მიუთითოთ თქვენი ვებ გვერდის პარამეტრებში, რათა სრულად შეძლოთ საგადახდო ჰაბის პლატფორმის სრულად ინტეგრაცია.