პროდუქტის გასააქტიურებლად, პროექტის შექმნისას აუცილებელია, რომ მითითებული იყოს მომსახურების/პროდუქციის აღწერა, თუ რას სთავაზობს თქვენი ელექტრონული მაღაზია მომხმარებლებს.
პროექტის შექმნისას აუცილებლად უნდა მიუთითოთ დეტალური აღწერილობა. უკვე შექმნილი პროექტის შემთხვევაში კი, აღწერილობა შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტ ბანკში > პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > რედაქტირება > პროექტის პარამეტრები > პროექტის აღწერა. მითითებული ინფორმაციის რედაქტირება შესაძლებელია თქვენი საჭიროებების შესაბამისად, ნებისმიერ დროს.
პროექტის აღწერა უნდა იყოს აუცილებლად ქართულ ენაზე და ასევე იმ ენებზე, რა ენებზეც ხელმისაწვდომია თქვენი ვებ გვერდი.
აღწერისას გთხოვთ, მიუთითოთ შესაბამისი ინფორმაცია:
- მომსახურების/პროდუქციის მოკლე აღწერილობა, მაგ. ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია;
- შეთავაზებული მომსახურების/პროდუქციის დეტალური აღწერილობა, იმის მითითებით, თუ კონკრეტულად რა პროდუქცია ან მომსახურება იქნება თქვენს ვებ გვერდზე წარმოდგენილი;
- მიწოდების პირობების აღწერილობისა. გთხოვთ, ასევე მიუთითოთ თქვენი ვებ გვერდიდადნ შესაბამისი ბმული;
- დაბრუნების პოლიტიკის აღწერილობა ან თქვენი ვებ გვერდის ბმულის, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია.
პროექტის აღწერილობის მაგალითები შეგიძლიათ, იხილოთ პროექტშივე, პროქტის აღწერილობის გვერდზე. მაგალითების სანახავად დააჭირეთ - როგორ შეიყვანოთ აღწერილობა.