გამომდინარე იქიდან, რომ Paysera Checkout - საგადახდო ჰაბის API და პლაგინები მარტივად ინტეგრირებადი გადაწყვეტილებებია, თქვენ არ დაგჭირდებათ ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამშრომლების და/ან დეველოპერების დიდი რესურსი.
თქვენს პროგრამის დასჭირდება მხოლოდ პროექტის ID და პროექტის პაროლი, რათა სრულად გაააქტიუროს მომსახურება.
თქვენი პროექტის ID-ის სანახავად გადადით პროექტებსა და აქტივობებზე > ჩემი პროექტები. პროექტის ნომერი არის თქვენი პროექტის ID.
პაროლი შეგიძლიათ იხილოთ პროექტებსა და აქტივობებში > ჩემი პროექტების განყოფილებაში > პროექტის პარამეტრები > პროექტის ზოგადი პარამეტრები.
! გთხოვთ გაითვალისწინოთ: არ მიაწოდოთ მესამე პირებს თქვენი Paysera-ს პროფილის (ინტერნეტ ბანკი, Paysera Super App.) ავტორიზაციის მონაცემები. აუცილებელია, რომ ყველა პირი, რომელმაც რაიმე როლი უნდა შესრულოს პროექტის დარეგისტრირება-გააქტიურებაში, უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს სისტემაში და გახსნას ანგარიში, რათა საკუთარი წვდომები სისტემაში.
მას შემდეგ, რაც შესაბამისი პირი დარეგისტრირდება ჩვენს სისტემაში, თქვენ უნდა მისცეთ მას შესაბამისი წვდომები, რისთვისაც გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია თქვენს ინტერნეტ ბანკში > გადადით პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > პროექტის პარამეტრები > უფლებების ადმინისტრირება > შეიყვანეთ შესაბამისი პირის Paysera ID (სისტემაში რეგისტრაციის ნომერი) და მონიშნეთ ყველა შესაბამისი უფლება, რისი მინიჭებაც გსურთ > შეინახეთ ცვლილებები.
გთხოვთ ყურადღებით მონიშნოთ უფლებები. გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში არის ცალკე წვდომები პროგრამისტებისთის. შესაბამისი უფლების არჩევისას, ისინი შეძლებენ თქვენი პროექტის ტექნიკური პარამეტრების მართვას, მაგრამ არ ექნებათ წვდომა თქვენს ანგარიშებზე.