დიახ, შესაძლებელია მიუთითოთ კონკრეტული ანგარიში, რომელზეც მიიღებთ კონკრეტული პროექტის ფარგლებში მიღებულ გადახდებს.
ამისათვის გთხოვთ, თქვენი ინტერნეტ ბანკიდან გადახვიდეთ პროექტები და აქტივობები > ჩემი პროექტები > პროექტის პარამეტრები > ზოგადი პროექტის პარამეტრები > აირჩიეთ თქვენი ანგარიშების ჩამონათვალიდან კონკრეტული ანგარიში, რომელზეც მოხდება აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიღებული თანხების აკუმულირება.
სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ვალუტა, თუ რა ვალუტაში ჩაგერიცხოთ მიღებული თანხები. აღნიშნული ველის შევსების შემთხვევაში, ნებისმიერ ვალუტაში მიღებული თანხა ავტომატურად დაკონვერტირდება ბანკში არსებული მიმდინარე დღის კომერციული კურსით და ჩაგერიცხებათ ანგარიშზე.
თუ არ გააქტიურებთ აღნიშნულ ველს, თანხა დაჯდება გადახდის ვალუტის შესაბამისად, თქვენს მულტისავალუტო ანგარიშზე.