8.05. ევროპული Visa ბარათი დამატებითი მომხმარებლისათვის

დამატებითი ბარათის შეკვეთა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის რეზიდენტობის მქონე პირისთვის, რომელიც ასევე რეგისტრირებულია პეისერა ბანკ საქართველოში და სრულად იდენტიფიცირებულია.

ერთ მომხმარებელს შეუძლია დაამზადოს 5 დამატებითი ბარათი.  დამატებითი ბარათის მფლობელი განკარგავს თანხებს ძირითად Visa ბარათზე მიბმული IBAN ანგარიშიდან, შესაბამისად მასზე ვრცელდება იგივე ლიმიტები რაც ძირითად ბარათზე. დამატებითი ბარათის მიწოდება შესაძლებელია იგივე მისამართზე, სადაც მოხდა ძირითადი ბარათის მიწოდება ან სხვა მისამართზე, რომელსაც მიუთითებთ შეკვეთის დროს ძირითადი ბარათის მფლობელი

დამატებითი ბარათის შეკვეთისას თქვენ უნდა უნდა მიუთითოთ შესაბამისი პირის პეისერას სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.  პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სისტემა დამატებითი ბარათის მფლობელის მხოლოდ ინიციალებს გაჩვენებთ. ბარათის შეკვეთის საბოლოო ეტაპზე კი დაინახავთ პირის სრულ სახელს და გვარს, რომელიც გამოჩნდება Visa ბარათზე.