8.12. სად შეიძლება არ იმუშაოს ბარათმა?

ევროპული Visa შეიძლება გამოყენებულ იქნას მთელ მსოფლიოში, სადაც Visa ბარათები მიიღება. თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ბარათით ონლაინ და POS ტერმინალების მეშვეობით, ასევე გამოიტანოთ ნაღდი ფული ნებისმიერი ბანკომატიდან, რომელიც ემსახურება Visa ბარათებს. ბარათი შეიძლება ასევე იყოს დაკავშირებული სხვა სისტემებთან, როგორიცაა, მაგალითად, PayPal, Google Pay, Apple Pay და Samsung Pay.

საბარათე ტრანზაქციები ყოველთვის წარმატებით სრულდება, თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ტრანზაქცია შეიძლება შეწყდეს Paysera-ს კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების გამო ან მესამე მხარის მომსახურების დროებითი შეფერხების გამო.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბარათით ვერ გადაიხდით ისეთ ადგილებში, სადაც ძალიან ძველი POS ტერმინალებია განთავსებული. ასევე, ისეთ ადგილებში სადაც საბარათე ტრანზაქციები დასტურდება არა PIN კოდით, არამედ ხელმოწერით.

ამ ეტაპზე არსებული შეზღუდვების გამო, Visa ბარათით გადახდა თვითმომსახურების ავტოგასამართ სადგურებში, ავზის შევსებამდე, შესაძლებლობა მხოლოდ ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთშია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სხვა ავტოგასამართ სადგურზე, გადახდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ავზის შევსების შემდეგ. 

 

! შენიშვნა

დროებით გათიშულია ავტომატური გადახდები Facebook-ის, Netflix-ის, Trafi-ის, Youtube-ის, Shopify-ის და სხვა ინტერნეტ პლატფორმებზე გამოწერისას.