8.22. ბარათის და საბარათე ტრანზაქციების უსაფრთხოების ზომები

ევროპული Visa ბარათი არის საგადახდო სისტემა ,,ვიზას" ქსელის ლიცენზირებული ბარათი, რომელსაც აქვს PIN კოდი POS ტერმინალში და ბანკომატში შესრულებული ტრანზაქციებისთვის და 3D Secure კოდი ონლაინ გადახდებისთვის. ბარათი წარმოადგენს პროდუქციის და მომსახურების გადახდის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებას.

გთხოვთ იყავით ყურადღებით და არ გაამჟღავნოთ ბარათის PIN კოდი, ასევე არ გაატანოთ გადახდისას თქვენი ბარათი უცხო პირს, რათა არ მოხდეს მასზე დატანილი ბარათის ნომრის, CVV ოდის და სხვა პერსონალური მონაცემების დამახსოვრება.

ბარათით განხორციელებული ყველა ონლაინ ტრანზაქცია უნდა დაადასტუროთ Paysera Super App-ის გამოყენებით. 

 

როგორ დავადასტუროთ ონლაინ გადახდა Paysera Super App-ით:

ბარათით ონლაინ შეძენის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ტელეფონზე: მოთხოვნას გადახდის დადასტურებაზე Paysera Super App-ის საშუალებით > გაიარეთ ავტორიზაცია აპლიკაციაში და დაადასტურეთ გადახდა (სურვილის შემთხვევაში გააუქმეთ).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Paysera Super App იყოს მუდამ განახლებული. 

 

სასურველია რეგულარულად შეამოწმოთ საბარათე ანგარიშის ამონაწერი, რათა დარწმუნდეთ, რომ შესრულებული ტრანზაქციები ცნობილია და შესრულებულია თქვენს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ რაიმე შეუსაბამობას ან ტრანზაქციას, რომლის შესახებაც არ იცით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს.

Paysera Super App უზრუნველყოფს შეტყობინებების გამოგზავნას თქვენს მობილურ ტელეფონზე, მაგრამ გირჩევთ დამატებით ჩართოთ SMS შეტყობინებები ბარათით განხორციელებულ ტრანზაქციებზე. გთხოვთ იხილოთ SMS შეტყობინებების გააქტიურების სახელმძღვანელო.