ევროპული Visa ბარათი არის უკონტაქტო ბარათი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, სადაც მიიღება Visa ბარათები.
ამჟამად, ძირითადი Visa ბარათის შეკვეთა შეუძლიათ EU/EEA (ევროპის ეკონომიკური არეალი) ქვეყნების რეზიდენტებს ან ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.
ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო, თუმცა ანგარიშსწორება ნებისმიერ ვალუტაშია შესაძლებელი.
ბარათი შეიძლება გამოყენებულ იქნას საქონლისა და მომსახურების ონლაინ შეძენისას, POS ტემინალებში გადახდისას, ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გამოსატანად და ა.შ.
ევროპული Visa ბარათი უკონტაქტოა. POS ტერმინალებში მცირე თანხების გადახდისას NFC წამკითხველის გამოყენებისას აღარ იქნება საჭირო პინ კოდის მითითება. საკმარისია უბრალოდ ბარათის მიტანა POS ტერმინალთან.
ბარათი ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ Google Pay, Apple Pay და Samsung Pay-თან. ასევე ისეთ სისტემასთან, როგორიცაა PayPal, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ მარტივად გადაიხადოთ თანხა ან გადმოიტანოთ PayPal-ის ანგარიშზე არსებული თანხა ბარათზე.
ბარათი დაცულია 3-D Secure 2.0 ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო ანგარიშსწორებას ონლაინ რეჟიმში.
ევროპული Visa ბარათის გაცემისას იხსნება დამატებითი IBAN ანგარიში, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად აკონტროლოთ თქვენი ხარჯები. ბარათის მართვა შეგიძლიათ როგორც ინტერნეტ ბანკის, ასევე Paysera Super App-ის საშუალებით.