ამ ეტაპზე ევროპული Visa ბარათის ძირითადი ვალუტა არის ევრო, თუმცა მისი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ სხვა ვალუტაში ანგარიშსწორებისას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ განახორციელებთ გადახდას ან ბანკომატებიდან ნაღდი ფულის გამოტანას ევროსგან განსხვავებულ სხვა ვალუტაში, ტრანზაქციის თანხა დაკონვერტირდება ევროში Visa-ს მიერ დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად. ასევე, შესაძლოა დაწესებულ იქნას დამატებით საკომისიო გადახდაზე ან ბანკომატიდან ნაღდი ფულის გატანაზე. ბარათის საკომისიოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.
თუ თქვენ შეავსებთ Visa ბარათის ანგარიშს ევროს გარდა სხვა ვალუტაში, თანხა ავტომატურად დაკონვერტირდება ევროში.