ბარათის მოწოდება ხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. მიწოდების დრო დამოკიდებულია შერჩეულ მიწოდების მეთოდზე და ქვეყანაზე. ბარათის შეკვეთის შემდეგ სისტემაში შეგიძლიათ იხილოთ მიწოდების წინასწარი თარიღი.
თუ ბარათი არ მიგიღიათ მითითებულ ვადაში:
- გირჩევთ ცოტა ხანს დაელოდოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული ამანათისა და ფოსტის მიწოდების გამო, მიწოდების ვადა შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე მითითებულია სისტემაში.
- თუ აირჩევთ ბარათის მიწოდებას რეგისტრირებული ფოსტით ან DHL-ით, თქვენს ელ.ფოსტაზე მიიღებთ ამანათის Tracking number-ს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სად არის თქვენი ბარათი.
- თუ აირჩევთ ბარათის მიწოდებას სტანდარტული ფოსტით, მას ჩვეულებრივ უფრო მეტი დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, Tracking number არ არის გათვალისწინებული და შეუძლებელია შეამოწმოთ სად არის ბარათი. აღნიშნულ მეთოდს შესაძლოა უფრო დიდი დრო დასჭირდეს, ვიდრე მითითებულია.
- გთხოვთ შეამოწმოთ, სწორად მიუთითეთ თუ არა ბარათის მიწოდების მისამართი. თუ მისამართი არასწორია ან ბარათის მიმღები ვერ ჩაიბარებს ბარათს, ბარათი დაგვიბრუნდება უკან. დაბრუნებული ბარათის მიღების შესახებ, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ელექტრონული ფოსტით.
- ბარათის მიწოდების წინასწარი დროის ამოწურვის შემდეგ, ბარათების მენიუში გამოგიჩნდებათ ღილაკი გაუქმება/შეცვლა. თუ აღარ გსურთ დალოდება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ ახალი ბარათი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბარათის შეკვეთისა შემდეგ, იგი უნდა გააქტიურდეს დამზადების დღიდან 3 თვის განმავლობაში.