ევროპული Visa ბარათით შეგიძლიათ თანხის განაღდება მსოფლიოს ნებისმიერ ბანკომატში, რომელიც იღებს Visa ბარათებს.
ბანკომატებიდან თანხის განაღდების დღიური ლიმიტი შეადგენს 600 ევროს. აღნიშნული ლიმიტი შეიძლება გაიზარდოს მომხმარებლის მოთხოვნით 1200 ევრომდე ან 2000 ევრომდე ინდივიდუალური მოთხოვნის და განხილვის შედეგად. აღნიშნული ლიმიტები ვრცელდება დამატებით ბარათებზეც.
ბანკომატებიდან თანხის განაღდებისას მოქმედებს შესაბამისი საკომისიო. საკომისიო დამოკიდებულია ქვეყანაზე და იმ ვალუტაზე, რომელშიც ხორციელდება ანგარიშსწორება. ბარათის საკომისიოებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ქვეყნის შესაბამისად ბანკომატმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ევროსგან განსხვავებულ ვალუტაში თანხის განაღდება, ასეთ შემთხვევაშიი ტრანზაქციის თანხა დაკონვერტირდება ევროში Visa-ს მიერ დადგენილი ვალუტის კურსის შესაბამისად. ასევე, შესაძლოა დაწესებულ იქნას დამატებით საკომისიო ბანკომატიდან ნაღდი ფულის გატანაზე. ამიტომ გირჩევთ ყოველთვის აირჩიეთ "ტრანზაქცია კონვერტაციის გარეშე", თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ