ევროპული Visa ბარათის შესაკვეთად, ამ ეტაპზე, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ 9.02 თავში - ,,ვის შეუძლია ევროპული Visa ბარათის შეკვეთა" აღწერილ მოთხოვნებს.
ბარათის შესაკვეთად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ინტერნეტ ბანკში > მარცხენა მენიუში აირჩიეთ ანგარიშები და ბარათები > საგადახდო ბარათები > გაეცანით და დაეთანხმეთ ბარათის საკომისიოებს და საგადახდო ბარათის ხელშეკრულებას > შეუკვეთეთ Visa ბარათი.
Paysera Super App-ით შეკვეთის შემთხვევაში: მთავარი მენიუდან აირჩიეთ ბარათები > გაეცანით პირობებს > შეავსეთ მოთხოვნილი მონაცემები > შეუკვეთეთ ბარათი.
გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ გაქვთ ბარათის შეკვეთის, მიწოდების და ერთი თვის მომსახურებისათვის საჭირო თანხები ანგარიშზე . თუ ანგარიშზე არ გაქვთ საკმარისი ნაშთი, ვერ შეძლებთ ბარათის შეკვეთას.
ბარათის შეკვეთის შემდეგ გაგეხსნებათ ცალკე IBAN ანგარიში, რომელზეც განათავსებთ საბარათე ტრანზაქციებისათვი საჭირო თანხებს.
ბარათი გადმოგეცემათ/გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. მიწოდების დრო დამოკიდებულია მიწოდების შერჩეულ მეთოდზე და ქვეყანაზე. ბარათის შეკვეთის შემდეგ, თქვენს ანგარიშზე ნახავთ მისი მიწოდების წინასწარ თარიღს.
გთხოვთ გაეცნოთ ბარათის შეკვეთის და მომსახურების საკომისიოებს ჩვენს ვებ გვერდზე. ასევე, გთხოვთ შეკვეთამდე გაეცნოთ ბარათის გამოყენების წესებს და პირობებს.