ევროპულ Visa ბარათზე უკონტაქტო გადახდის (NFC ფუნქციის) გასააქტიურებლად, ჯერ უნდა გააკეთოთ გადახდა PIN კოდის გამოყენებით. თუ გადახდა წარმატებულია, NFC ფუნქცია ავტომატურად გააქტიურდება და მისი გამოყენებით შეძლებთ სხვა გადახდების განხორციელებას.
უკონტაქტო გადახდის განსახორციელებლად მოათავსეთ ბარათი უკონტაქტო ბარათის წამკითხველზე და შესაბამისი ლიმიტების ფარგლებში ტრანზაქცია PIN კოდის გარეშე შესრულდება.
ამ ეტაპზე უკონტაქტო გადახდისთვის ბარათზე დაწესებულია ლიეტუვაში არსებული ლიმიტი, რომელიც შეადგენს - 50 ევროს. აღნიშნული თანხის ზემოთ ტრანზაქცია უნდა დადასტურდეს PIN კოდით.